დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 02/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.040.000.05.001.001.241 |
საქართველოს კანონი
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33(40), 1999 წელი, მუხ.167) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უძრავი ძეგლის გამოყენება დასაშვებია თავდაპირველი დანიშნულებით ან შესაბამისი ნებართვის საფუძველზე – სხვა დანიშნულებით, თუ მისი გამოყენება არ არღვევს ძეგლის დაცვით რეჟიმს.“.
2. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს:
ა) უძრავი ძეგლის გადარჩენა;
ბ) გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობა.“.
3. მეექვსე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI. უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები, ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა“.
4. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უძრავ ძეგლზე ტარდება შემდეგი სახის სამუშაოები:
ა) დაზვერვა;
ბ) გაწმენდა;
გ) გათხრა;
დ) კონსერვაცია;
ე) რესტავრაცია;
ვ) რეკონსტრუქცია;
ზ) რეგენერაცია;
თ) ადაპტაცია;
ი) ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება;
კ) ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილება;
ლ) ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა.“.
5. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების პირობები
1. სამინისტროსა და დეპარტამენტის ანგარიშებზე მობილიზებული ფულადი სახსრების გამოყენება უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოს მიმღები კომისიის წევრთა – დეპარტამენტის სპეციალისტთა სამივლინებო ხარჯებს გაიღებს ძეგლის მესაკუთრე ან ძეგლზე ჩატარებული სამუშაოს შემსრულებელი.“.
6. მე-40, 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეები და მისი გაცემისათვის საჭირო პირობები
1. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეებია:
ა) უძრავი ძეგლის დაზვერვის ნებართვა;
ბ) უძრავი ძეგლის გაწმენდის ნებართვა;
გ) უძრავი ძეგლის გათხრის ნებართვა;
დ) უძრავი ძეგლის კონსერვაციის ნებართვა;
ე) უძრავი ძეგლის რესტავრაციის ნებართვა;
ვ) უძრავი ძეგლის რეკონსტრუქციის ნებართვა;
ზ) უძრავი ძეგლის ადაპტაციის ნებართვა;
თ) უძრავი ძეგლის რეგენერაციის ნებართვა;
ი) უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთების ნებართვა;
კ) უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილების ნებართვა;
ლ) უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლის ნებართვა.
2. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა ერთჯერადია.
3. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემისათვის, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებისა, საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს:
ა) მშენებლობის ნებართვა;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია;
გ) ნებართვის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირის მიერ – იმ პირთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებმაც უნდა ჩაატარონ ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები.
მუხლი 41. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი
ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (უძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 42. პასუხისმგებლობა უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე
პასუხისმგებლობა უძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
7. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება ან დანაწევრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს:
ა) მოძრავი ძეგლის გადარჩენა;
ბ) გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობა.“.
8. მეათე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X. მოძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები, ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა“.
9. 61-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოძრავ ძეგლზე ტარდება შემდეგი სახის სამუშაოები:
ა) გაწმენდა;
ბ) კონსერვაცია;
გ) რესტავრაცია;
დ) რეგენერაცია;
ე) ძეგლის ან მისი ნაწილის დანაწევრება.“.
10. 62–65-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი
ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 63. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეები და მისი გაცემისათვის საჭირო პირობები
1. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის სახეებია:
ა) მოძრავი ძეგლის გაწმენდის ნებართვა;
ბ) მოძრავი ძეგლის კონსერვაციის ნებართვა;
გ) მოძრავი ძეგლის რესტავრაციის ნებართვა;
დ) მოძრავი ძეგლის რეგენერაციის ნებართვა;
ე) მოძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დანაწევრების ნებართვა.
2. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა ერთჯერადია.
3. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის გაცემისათვის, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებისა, საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს:
ა) ნებართვის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირის მიერ – იმ პირთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებმაც უნდა ჩაატარონ ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები;
ბ) მოძრავ ძეგლზე სამუშაოების განმახორციელებელი პირის შესაბამის სამუშაოთა წარმოების არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 64. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის ამოქმედება
ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე (მოძრავ ძეგლებზე) სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვის ამოქმედება განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 65. პასუხისმგებლობა მოძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე
პასუხისმგებლობა მოძრავ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ხარისხზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
11. მეთერთმეტე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XI. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის რეგულირება“.
12. 66-ე და 67-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 66. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის რეგულირება
მოძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის აღმოჩენის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა დაიშვება მხოლოდ სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
მუხლი 67. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა და მისი გაცემისათვის საჭირო პირობები
1. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე.
2. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა გაიცემა სამი წლის ვადით.
3. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვის გაცემისათვის, გარდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებისა, საჭიროა დამატებით წარდგენილ იქნეს:
ა) შესაბამისი სათავსოს ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ინფორმაცია შენობის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სიგნალიზაციის სისტემების შესახებ;
გ) დოკუმენტაცია შენობის ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის შესახებ;
დ) სპეციალისტის – ხელოვნებათმცოდნის ყოლის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:
მუხლი 671. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი
ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 7 მაისი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები