ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 140/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110826015, 29/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 31/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016177
  • Word
140/ნ
25/08/2011
ვებგვერდი, 110826015, 29/08/2011
040030000.22.022.016177
ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №140/ნ

2011 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,, ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №1 საჯარო  სკოლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №საჯარო სკოლის   რეორგანიზაცია,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №1 საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №საჯარო  სკოლასთან  მიერთების გზით 2011 წლის 26 აგვისტომდე;

2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის 448 ბრძანების (სსმ, 26.09.2005, №112 მუხლის 1233)  მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსქალაქ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-8 გრაფა.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №საჯარო სკოლამ  განახორციელოს სწავლება  ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის 448 ბრძანების (სსმ 26.09.2005, №112, მუხლი 1233)  მე-3  დანართის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-ქალაქ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა

სოფელი ჩაისუბანი

დაწ-საბ-საშ

4.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

5. ეს ბრძანება, გარდა მე-2 და მე-3  პუნქტებისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

6. ბრძანების  მე-2 და მე-3  პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 26 აგვისტოდან.         

. შაშკინი