„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110826008, 26/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 300050000.19.012.016005
  • Word
5
26/08/2011
ვებგვერდი, 110826008, 26/08/2011
300050000.19.012.016005
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №5

2011 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის 7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1.ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის 7 ბრძანებით (სსმ III, 02.10.2008 წ., 145, მუხლი 1448) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;.

2. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში რეგისტრატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ..

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ  რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის გარიგებების შესწავლა..

4. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 243 88 03.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. როინიშვილი