დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110826007, 26/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.19.012.016004 |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №4
2011 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებით (სსმ III, 18.12.2008 წ., №180, მუხლი 1845) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება არაკოოპერირებად ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული ნებისმიერი გარიგება, რომელიც გამომდინარეობს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან.“
3. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ –„გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ.“
4. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი (+995 32) 243 88 03.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები