„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110826005, 26/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 220090000.19.012.016002
  • Word
2
26/08/2011
ვებგვერდი, 110826005, 26/08/2011
220090000.19.012.016002
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №2

2011 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის 95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულეის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის 95 ბრძანებით (სსმ III, 02.08.2004 წ., 79, მუხლი 701) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;

2. მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;.

3. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). ამ მუხლის მე-12 პუნქტის „„გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, ბანკის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ.

4. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 243 88 03.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. როინიშვილი