„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110825009, 25/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016036
  • Word
167
25/08/2011
ვებგვერდი, 110825009, 25/08/2011
360160000.22.025.016036
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №167

2011 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის  24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 (სსმ, 24/06/2011 წ., ვებგვერდი, 110624023) ბრძანებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – დებულება ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყით მოსარგებლე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან/და კანონიერად ფლობს ხე-ტყეს, ასევე სახელმწიფო , თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებულ მერქნულ რესურსს.“.

2.  დებულების მე-3 მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ფორმის სტამბური წესით დაბეჭდვას უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე უფლებამოსილი ორგანო. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაბეჭდვისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნუმერაციის განსაზღვრა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების ურთიერთშეთანხმებით.

12. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელიც გაუქმების მიზეზების მითითებით ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადებში.

13. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის გადანაჭრელზე. მარკირების პროცესში სპეციალური ფირნიშის დაზიანების შემთხვევაში იგი ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადებში.”.

3. დებულების მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ხე-ტყის დამზადების ბილეთი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);

გ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი (სათბობი შეშის ვაუჩერი);“.

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. სოციალური ჭრის განხორციელების შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით მოპოვებულ ხე-ტყეზე (მათ შორის II ხარისხის ხიდან მიღებულ ხე-ტყეზე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე და სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა მისი დაკოტვრა სიგრძით არა უმეტეს ერთ მეტრამდე (გარდა ცოცხალი გამწევი ძალით ხე-ტყის მორთრევით ტრანსპორტირებისა).“.

4. დებულების  მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეულის მორის –  ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან;“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული, ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით  მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით  მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყ (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის  ხე-ტყე. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. .

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე თუ ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, ჯიში (სახეობა) და სხვა მონაცემები არ შეესაბამება წარმოდგენილ ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობაში ასახულ მონაცემებს;“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

 „41. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დაინტერსებული მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაცემისა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითრი) შესაბამისად.“.

6 .  დებულების მე-9 მუხლის:

ა) სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 9. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე, სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე ან სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-მცენარეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის, სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის ან სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით.“.

7. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. სახელმწიფო საკუთრებაში (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-მცენარეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის ან აღნიშნული ხე-მცენარეების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის შემთხვევაში შესაბამისი ხე- ტყით მოსარგებლის მოთხოვნის (განაცხადის) საფუძველზე. წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში ასევე მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა (მ3) ჯიშების მიხედვით, ასევე მათი დამზადების ან/და განთავსების ადგილი.

8. დებულების მე-9 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, ამ მუხლის მე-2, მე- 3, მე- 4 და 41 პუნქტებში ასახული შესაბამისი დოკუმენტების (წერილობითი მიმართვის ან მოთხოვნის) გათვალისწინებით, ვალდებულია:

ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (წერილობითი მიმართვაში ან მოთხოვნაში) ასახულ მონაცემებთან;

ბ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;

გ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია;

დ) თუ ხე-ტყის ჯიში ან/და ოდენობა არ შეესაბამება აღნიშნული დოკუმენტის (წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში არსებულ) მონაცემებს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაიცემა აღნიშნული მონაცემების დაზუსტების შემდეგ.”.

ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ” ქვეპუნქტი:

გ) ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:

გ.ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს სახელწოდება, მე-2 რეკვიზიტში შესაბამისი ორგანოს წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები. დანარჩენი რეკვიზიტები ივსება დადგენილი წესით. შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – -ით.

გ.ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის შემთხვევაში ხე- ტყით მოსარგებლის მოთხოვნის (განაცხადის) შემთხვევაში, რომელსაც თან უნდა ახლდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუ­მენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) და ხე-მცენარეების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება აღნიშნული პირის საინდეტიფიკაციო მონაცემები, მე-2 რეკვიზიტში შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის (განაცხადის) მონაცემები. დანარჩენი რეკვიზიტები ივსება ჩვეულებრივი წესით. შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – -ით.”.

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ამ მუხლის მე-2 და 41 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა შესაბამის ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის გადამზიდავ პირს, ხოლო პირველი და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. ”.

9. დებულების მე- 19  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 12–მე- 14 პუნქტები:

„12. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მერქნულ  რესურსზე, რომელიც რეალიზებულ ან/და განაწილებულ იქნა 2011 წლის პირველ ივლისამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუ­მენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება ხე- ტყით მოსარგებლის მოთხოვნის (განაცხადის) საფუძველზე. მოთხოვნაში მითითებულ უნდა იქნეს მერქნული რესურსის მოცულობა (მ3) ჯიშების (სახეობების) მიხედვით, მათი განთავსების ადგილი, მათ შორის, მარკირებას დაქვემდებარებული მრგვალი ხე- ტყის (მორის) რაოდენობა. განაცხადს თან უნდა ახლდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუ­მენტის გაცემის და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) და ხე- ტყის კანონიერად ფლობის  დამადასტურებელი შესაბამისი  დოკუმენტი.

13. ამ მუხლის მე- 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და ხე- ტყის  მარკირებისას  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი:

ა) ამოწმებს ხე-ტყის მონაცემების (ოდენობა, ჯიში) შესაბამისობას ხე- ტყის კანონიერად ფლობის  დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებთან;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია;

გ) განაცხადებს უარს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე და ხე- ტყის მარკირებაზე:

 გ.ა) თუ არ არის წარმოდგენლი ხე- ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის და ხე–ტყის  მარკირების  საფუძვლები;

გ.ბ) თუ შესაბამისი ხე-ტყის ჯიში (სახეობა) არ შეესაბამება ხე- ტყის კანონიერად ფლობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებს;

დ) თუ შესაბამისი ხე-ტყის ოდენობა აღემატება ხე- ტყის კანონიერად ფლობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს აღნიშნული მონაცემების დაზუსტების შემდეგ; 

) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ს გაცემას ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ახორციელებს დაინტერსებული მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ს გაცემისა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი)   შესაბამისად;

ვ) ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით (ხე- ტყის სახერხ საამქროში არსებობისას ან სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის, სავალდებულოა ნებისმიერი მერქნული რესურსის მარკირება, მათ შორის ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის ხე-ტყის).

14. ამ მუხლის მე- 12–მე- 13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება ხე- ტყის მოსარგებლის საინდეტიფიკაციო მონაცემები, მე-2 რეკვიზიტში შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის (განაცხადის) და ხე- ტყის კანონიერად ფლობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტის მონაცემები. დანარჩენი რეკვიზიტები ივსება დადგენილი წესით. შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – -ით. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა შესაბამის ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.“.

10. დებულების მე- 9 დანართი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №9

ხე-ტყით მოსარგებლის მიერ უკან დაბრუნებული ან/და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

I

II

1

ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება)

ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი

საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

მინდობილობის , თარიღი

(მისი არსებობისას)

უკან დაბრუნებული ან/და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის

2

 

 

 

 

დაბრუნების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი)

ნომერი

რაოდე -ნობა

3

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 - გაგრძელება-

 

III

IV

V

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მიმღები პასუხისმგებელი პირის

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის წარმომდგენი პირის

შენიშვნა

სახელი

გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11. დებულების  დანართი №11   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №11

ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების განაწილების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

I

 

II

1

ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება)

ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი

საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

მითითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის თაობაზე

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშების

გაცემის თარიღი

ნომერი,  ან №-დან №-მდე

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება –

 

III

IV

V

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის

შენიშვნა

სახელი

გვარი

მინდობილობის , თარიღი

ხელმოწერა

სახელი

გვარი

მინდობილობის , თარიღი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური