დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 23/08/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110825005, 26/08/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016027 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №16
2011 წლის 23 აგვისტო
ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 494 მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 59811 ლარი/დღე;
2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური 41313 ლარი/დღე, მათ შორის:
ა.ა) №3 ბლოკისთვის – 20016 ლარი/დღე;
ა.ბ) №4 ბლოკისთვის – 21 297 ლარი/დღე;
3. დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი მოქმედებს 2012 წლის 1 სექტემბრამდე“.
4. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ 2012 წლის 1 სექტემბრამდე, დადგენილი წესით უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს:
ა) 300 დღისა – შპს „მტკვარი ენერგეტიკისთვის“ (თბილსრესის №9 ბლოკი);
ბ) 306 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №3 ბლოკი);
გ) 306 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (თბილსრესის №4 ბლოკი);
დ) 336 დღისა – სს „ჯი ფაუერისთვის.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია 2011 წლის 1 სექტემბრიდან.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
დოკუმენტის კომენტარები