განჩინება შპს "გამომცემლობა სამშობლო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

  • Word
განჩინება შპს "გამომცემლობა სამშობლო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5222-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/08/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110825003, 25/08/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/5222-11
10/08/2011
ვებგვერდი, 110825003, 25/08/2011
განჩინება შპს "გამომცემლობა სამშობლო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

შპს გამომცემლობა სამშობლოს მიმართ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

თბილისის საქალაქო სასამართლო2011 წლი10 აგვისტო  განჩინებით

 

დაადგინა:

 

1.    შპს გამომცემლობა სამშობლოს განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2.    მეურვედ დაინიშოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3.    აეკრძალოს შპს გამომცემლობა სამშობლოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში –  სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4.    შეჩერდეს შპს გამომცემლობა სამშობლოს მიმართ იძულებითი აღსრულება;

5.    გმარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

6.    განემარტოს შპს გამომცემლობა სამშობლოს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

7.    განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავისი მოთხოვნები შპს ,,გამომცემლობა სამშობლოს მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8.    კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნს 2011 წლის 30 სექტემბერს 11:00  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6, დარბაზი 21);

9.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში,  სასამართლოს   დაფაზე და ვებგვერდზე;

10.  განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                            ე. ცისკარიძე