ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110823016, 25/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
22/08/2011
ვებგვერდი, 110823016, 25/08/2011
010250050.35.152.016056
ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/08/2011 - 15/09/2011)

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2011 წლის 22 აგვისტო

ქ. დუშეთი

ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაშვების აკრძალვისა და დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. აიკრძალოს  ქ.დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში  არსებული ფართის გარეთ, ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, შინაური პირუტყვის გაშვება.

2. დამტკიცდეს ქ.დუშეთის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე ქუჩებში,სკვერებში, სასაფლაოზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი1)

3. ეს დადგენილება  ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ც. საძაგლიშვილი

 

დანართი №1

ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაჭერილი პირუტყვის შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია

1. ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე: ქუჩებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში  პირუტყვის გაშვების აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან (შემდგომში შემსრულებელი)

2.ხელშეკრულებაში გათვალიწინებულ იქნეს:

ა) დაჭერილი ცხოველების განთავსება უსაფრთხო ადგილას;

ბ) ცხოველის დაჭერის შესახებ განცხადების გამოქვეყნება;

გ) შემსრულებლის მიერ პირუტყვისაგან დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის მოწოდება;

დ) ცხოველის მესაკუთრის მიერ შესაბამისი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, პირუტყვის გადაცემის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

3. შემსრულებელი ვალდებულია დაკავებული პირუტყვი ამყოფოს ჩვეულებრივ პირობებში და განახორციელოს მათი კვება, მოვლა, დაცვა, არ განახორციელოს დაკავებული პირუტყვის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

4. ცხოველის სადღეღამისო კვება, შენახვა და განაცხადის გამოქვეყნება განხორციელდეს პირუტყვის მესაკუთრის ხარჯზე, დაჭერილი ცხოველის მეთვალყურეობის მომსახურების თანხა განისაზღვროს დღეში – 10 (ათი) ლარით, ხოლო ერთჯერადი გადასახადი პირუტყვის აკრძალულ ადგილებში გაშვებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარით.

5. ამოღებული თანხები მიმართულ იქნეს ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.

6. უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დაჭერისთანავე გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმდაგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო წრისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.

7. შემსრულებელი ვალდებულია დაკავებული პირუტყვი მესაკუთრეს გაატანოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და გადახდილი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. ამის შემდგომ ფორმდება დაკავებული პირუტყვის მიღება-ჩაბარების აქტი, თარიღის მითითებით და მხარეების ხელმოწერით.

8. შემსრულებელი ვალდებულია სრულყოფილად აწარმოოს პირუტყვის დაკავების თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს მესაკუთრეთა მხრიდან უსაფუძვლო მოთხოვნები და პირუტყვის მესაკუთრეზე დაკისრებული შენახვის ხარჯის ამოღებასთან დაკავშირებით იხელმძღვანელონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. პირუტყვის დაკავების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ათი დღის გასვლის შემდეგ მესაკუთრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე დაკავებული პირუტყვის უპატრონოდ ცნობის თაობაზე გადაეცეს სასამართლოს.