დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2120 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/04/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 21/05/2003 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/06/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.239 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე ნაწილი:
„65. ამ კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ1“ ქვეპუნქტის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლება 2002 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის განხორციელდეს სტიქიით (ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებით გამოწვეული ზარალის დამდგენი რაიონული კომისიის მიერ სათანადო მიწის ფართობზე სტიქიის ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შემდეგ შედგენილი აქტის (მესაკუთრის ანდა მოსარგებლის მითითებით ან ამის გარეშე) შესაბამისად. აღნიშნული აქტის თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ადგენს დაზარალებულ პირთა სიას (მიწის ფართობების მითითებით), რომელიც გადაეცემა ადგილობრივ საგადასახადო სამსახურს და წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდისაგან ამ პირთა გათავისუფლების საფუძველს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 24 აპრილი.
№2120–IIს
დოკუმენტის კომენტარები