საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ინსტრუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოს) დამტკიცების თაობაზე

  • Word
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ინსტრუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოს) დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12/2011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110823012, 23/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010220020.15.008.016015
  • Word
12/2011
22/08/2011
ვებგვერდი, 110823012, 23/08/2011
010220020.15.008.016015
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ინსტრუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოს) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

დადგენილება 12/2011

2011 წლის 22 აგვისტო

. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ინსტრუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოს) დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის (დამხმარე სახელმძღვანელო) ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე������� ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი������� გ. მჭედლიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი I

საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

თავი I

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32)

საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან:

v 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლით);

v 7 წევრს ნიშნავენ პარტიები (ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე);

v 1 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები

(საარჩევნო კოდექსი -მუხლი 35)

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებია:

v კომისიის თავმჯდომარე;

v თავმჯდომარის მოადგილე;

v კომისიის მდივანი.

 

კომისიის თავმჯდომარე:

v უძღვება კომისიის სხდომას;

v განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;

v დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს.

 

თავმჯდომარის მოადგილე:

v ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

v კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას.

 

კომისიის მდივანი:

v ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;

v აძლევს შესაბამის მოწმობებს საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს;

v რეგისტრაციაში ატარებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ დამკვირებლებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

v განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

v ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

თავი II

საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7)

კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

 

თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

 

კომისიის სხდომა ღიაა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.1). კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს:

v ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს;

v ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;

v მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს;

v საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს;

v ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;

v საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).

 

წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი პირი გააძევოს სხდომის დარბაზიდან, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7, მუხლი 8)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, არანაკლებ 7 წევრი. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.

 

კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.

 

საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.10.11)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომის მომდევნო დღის 18 საათამდე და რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

 

ყურადღება!

v კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში.

v განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

 

 

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი (საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9)

საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.

 

სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, ჟურნალის ორივე ნაწილში, უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ კეთდება აღნიშვნა ,,ჟურნალი დახურულია, მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. აღნიშნულ ჩანაწერს კომისიის მდივანი ადასტურებს ხელმოწერით.

 

არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში საარჩევნო დავებზე განცხადების/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია კალენდარული დღის დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25.1.გ, საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 5)

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

v კომისიის განკარგულება;

v კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

v კომისიის მდივნის განკარგულება;

v კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 34, მუხლი 25)

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით. კომისიის განკარგულება გამოიცემა:

v საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების შესახებ;

v საარჩევნო ბიულეტენების ტექსტის დამტკიცების შესახებ;

v საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლის შესახებ;

v საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ;

v საუბნო საარჩევნო კომისიის, მისი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;

v ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ;

v ადგილობრივი ორგანიზაციისათვის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

კომისიის განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება გამოიცემა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 35.2; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9.1):

v თავმჯდომარის მოადგილისათვის ცალკეულ უფლებამოსილებათა გადაცემის შესახებ;

v უქმე და დასვენების დღის სამუშაო დღედ განსაზღვრის შესახებ;

v საუბნო საარჩევნო კომისიის პირველის სხდომის მოწვევის შესახებ.

 

კომისიის მდივნის განკარგულება გამოიცემა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 35.3):

v მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ.

 

კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 55.2)

შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 22.7; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 5, მუხლი 8)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი.

 

კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არა ნაკლებ 5 წევრი).

 

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადათვლას, მიიღება დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.

 

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.

განკარგულება ხელმოწერისთანავე უნდა გამოიკრას საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას.

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/კამპანიაში

v საოლქო საარჩევნო კომისია მისთვის განკუთვნილ შენობაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებს (ასეთის წარდგენის შემთხვევაში) (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 66);

v ხელს უწყობს ამომრჩევლებისა და არჩევნების მონაწილე პარტიების/საარჩევნო ბლოკების/კანდიდატების შეხვედრების გამართვას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 34.2.რ);

v აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფას (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 34.2.ო);

v ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 74.6);

 

ყურადღება!

v საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება საარჩევნო კამპანია/აგიტაციაში მონაწილეობა.

v საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის წინა დღის 24 საათამდე უზრუნველყოფს საარჩევნო უბნის შენობაში საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამების ჩამოხსნას.

თავი III

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 20.4, მუხლი 22.6, მუხლი 221)

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა (29 აგვისტო). სხდომა მოიწვევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ.

 

სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, არანაკლებ 7 წევრი.

 

სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 221)

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე ირჩევა კომისიის წევრთაგან.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ ორ წევრს უფლება აქვს დაასახელოს თავმჯდომარის/მოადგილის კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

 

სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე აყენებს თავმჯდომარის/მოადგილის თითოეულ კანდიდარტურას თანმიმდევრობით. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/ მოადგილე ირჩევა სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/მოადგილის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

 

თუ ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/ თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში - მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

 

ყურადღება!

დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 221)

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებს 2 წევრს.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

 

ყურადღება!

დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი, განსაკუთრებული შემთხვევები (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 221.23, 24,25)

I. თუ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების მიერ არ იქნა დასახელებული კომისიის მდივნის კანდიდატურა, კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (არანაკლებ 7 წევრი).

 

ამ შემთხვევაში კომისიის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს.

 

II. თუ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები ვერ აირჩევენ კომისიის მდივანს, მას წარდგენილი კანდიდატურებიდან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით (არანაკლებ 7 წევრი).

 

თუ ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩა კომისიის მდივანი, მის მოვალეობას კომისიის მდივნის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, ვინც კენჭისყრის დროს ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

 

ნაწილი II

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში

თავი I

ამომრჩეველთა სიები

 

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა გადამოწმება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 9.7-8)

საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით და განცხადება/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს.

 

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს გაეცნოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (16 სექტემბერი), მოითხოვოს ამომრჩეველთა მონაცემებსა და სიაში ცვლილებების შეტანა.

 

ყურადღება!

ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.

 

სიების შემოწმების შედეგების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 9.8)

შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია.

 

კომისია განიხილავს განცხადებებს, საუბნო საარჩევნო კომისიის შუამდგომლობებს და 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა (18 სექტემბერი), იღებს გადაწყვეტილებას:

v ამომრჩეველთა მონაცემებში/ სიებში ცვლილების შეტანის შესახებ, ან

v ამომრჩეველთა მონაცემებში/ სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

 

ყურადღება!

განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/ სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 9.10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გაასაჩივრდეს რაიონულ სასამართლოში.

 

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა (21 სექტემბერი), უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაუგზავნის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საუბნო საარჩევნო კომისიას.

 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 9.9-10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საუბნო საარჩევნო კომისიას. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

v ამომრჩეველი შეიყვანება სიაში, ან

v მონაცემი ამოიღება ამომრჩეველთა სიებიდან.

 

ამომრჩევლის მონაცემების ერთიანი სიის საჯარო ვერსიიდან ამოღების შემთხვევაში უქმდება მისი სიითი ნომერი და მის შემდგომ მყოფი ამომრჩევლები არ წანაცვლდებიან. ამომრჩევლის სიაში დამატება ხდება ბოლო რიგითი ნომრის შემდეგი ნუმერაციით.

 

ყურადღება!

არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე (19 სექტემბერი - 22 სექტემბერი) ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 9.112)

 

საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 9.11)

საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის 2 ვერსია:

v საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);

v საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია).

 

საუბნო საარჩევნო კომისიამ კედლის სია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

 

არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (30 სექტემბერი) სოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს დაზუსტებული სიები:

v საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია);

v საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია (კედლის სია).

 

ამომრჩეველთა სპეციალური სია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 10)

ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა (29 სექტემბერი) და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

 

ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეყავს:

v საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო, კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;

v ამომრჩევლები, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარეს რეგისტრაცია. კერძოდ ამომრჩეველი, რომელიც:

ა) ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველმა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა ვერ მოასწრო მიემართა საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიისთვის სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით);

ბ) გამოეწერა საავადმყოფოდან (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველმა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა ვერ მოასწრო მიემართა საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიისთვის სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით);

გ) განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველმა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა ვერ მოასწრო მიემართა საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიისთვის სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით).

 

ყურადღება!

v იმ ამომრჩეველის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია განკარგულებით წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები - დაუყოვნებლივ.

v უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

 

ამომრჩეველთა სიის დანართის ფორმირების წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 11, მუხლი 59)

ამომრჩეველთა სიის დანართის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია.

 

დანართი დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე. ამომრჩეველი დანართში შეჰყავთ განცხადების საფუძველზე, თუ:

v შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

v იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

 

დანართში სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეჰყავთ ამომრჩეველი, რომელიც სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში.

 

ყურადღება!

ამომრჩეველს უფლება აქვს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა (30 სექტემბერი) გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით წერილობით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას.

თავი II

საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის გადაცემა

საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისათვის

საოლქო საარჩევნო კომისია, კენჭისყრის მზადებისა და ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს:

 

v საარჩევნო დოკუმენტაციას:

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (30 სექტემბერი);

ამომრჩეველთა ბარათებს;

ამომრჩეველთა სიის დანართის ბლანკებს;

საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტებს;

სპეციალურ კონვერტებს;

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს;

საკონტროლო ფურცლებს;

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმსა და "შესწორების ოქმის" ფორმებს;

სადემონსტრაციო ოქმს.

 

v საარჩევნო ინვენტარს:

ძირითად და გადასატან გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებს;

საარჩევნო ყუთების ლუქებს;

კენჭისყრის კაბინებსა და კაბინის ფარდას;

მარკირების სითხესა და მარკირების შესამოწმებელ სპეციალური ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს;

რეგისტრატორების ბეჭდებს;

შტამპს �არჩევნებიდან მოხსნილია;

ასლგადამღებ მანქანას;

სამელნე ბალიშებს.

 

v სხვა საარჩევნო მასალას:

საარჩევნო სუბიექტების სიას;

განცხადებას, თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში;

საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქციას;

ამონარიდ კანონიდან, თუ რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი;

საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს.

 

ყურადღება!

v საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 საათისა (1 ოქტომბერი), რა დროსაც დგება მიღება-ჩაბარების აქტი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 54.9);

v აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობას და ითვლიან გადასაცემი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები.

 

ნაწილი III

საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია

თავი I

პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის წესი

 

პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 96, მუხლი 97)

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა (2 სექტემბერი) განცხადებით (სარეგისტრაციო დოკუმენტაციით) მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი.

 

განცხადება დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით.

 

განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

v პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (სააღრიცხვო ბარათებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია) 2 ცალად;

v პარლამენტის წევრობის კანდიდატის 2 ფოტოსურათი.

 

განცხადებაში უნდა აღინიშნოს კანდიდატის:

v გვარი, სახელი;

v დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

v მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

v საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

v სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);

v თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება - "უმუშევარი") პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება - "უპარტიო");

v მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი.

 

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს კანდიდატის:

v გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და სქესი;

v მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

v საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი და პირადი ნომერი;

v განათლება (უმაღლესი, დაუმთავრებელი უმაღლესი, პროფესიული, საშუალო, საბაზო, დაწყებითი);

v სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით), სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა.შ. დასახელება);

v თანამდებობა (უმუშევრობის შემთხვევაში აღინიშნება - "უმუშევარი");

v პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება - "უპარტიო");

v �არანაკლებ 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ხოლო თუ მას ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში, უნდა მიეთითოს საქართველოს საკონსულო, სადაც იგი დგას საკონსულო აღრიცხვაზე;

v სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება;

v იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც წარდგენილია კანდიდატად (თუ წარდგენილია);

v თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიის წარდგინებით;

v თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;

v ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;

v ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

 

ყურადღება!

v საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია სააღრიცხვო ბარათისა და ფოტოსურათის თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცს ცესკოს.

vთუ პარტია/საარჩევნო ბლოკი მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარუდგეს ცესკოს, ცესკო აღნიშნულ დოკუმენტაციას რეგისტრაციისთვის დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 98)

განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისია და არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა (7 სექტემბერი):

v საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

v წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).

 

ასეთ შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განესაზღვრება 3 დღე.

 

შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა (12 სექტემბერი).

 

თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს:

v �საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს.

 

თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს:

v იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი გადაცემა.

 

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 981)

v რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით:

v საკუთარი განცხადების საფუძველზე;

v საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

v თუ გაუქმდა მისი წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია

v თუ პირი გარდაიცვალა;

v თუ გამოვლინდა კანდიდატის სტატუსთან შეუთავსებელი გარემოებები.

 

ყურადღება!

საბუთების წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

 

თავი II

დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშაულებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 69)

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისია.

 

რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა (22 სექტემბერი) და წარუდგინოს თავისი წესდების დამოწმებული ასლი. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.

 

კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

 

ყურადღება!

vთუ დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით გათვალის�წინებულ მოთხოვნებს კომისიას უფლება არა აქვს მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.

vსაარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადა�წყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია.

 

სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა:

v სახელი, გვარი;

v რეგისტრაციის ადგილი;

v საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

 

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 68.4), გარდა:

v სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

v საქართველოს პარლამენტის წევრისა;

v ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრისა;

v ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

v მოსამართლისა;

v საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელისა;

v პროკურატურის თანამდებობის პირისა;

v საარჩევნო სუბიექტისა და მათი წარმომადგენლისა;

v საარჩევნო კომისიის წევრისა.

 

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 69. 8-81)

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები.

დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:

v დამკვირვებლის სახელი, გვარი;

v წარმდგენი ადგილობრივი ორგანიზაციის სახელწოდება;

v საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის (უბნების) დასახელება და ნომერი, სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.

 

დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაში შედის მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.

 

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი, უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.

 

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 71)

 

საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს ორი წარმომადგენელი, რის შესახებაც განცხადებას წარუდგენს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და მასში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის:

v სახელი, გვარი;

v დაბადების წელი;

v მისამართი;

v საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

 

საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია, 24 საათის განმავლობაში, განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ. კომისიის მდივანი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

 

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან/და გამოიწვიოს თავისი წარმომადგენელი, რასაც იგი აცნობებს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

 

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72)

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

 

საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა წარედგინება განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ.

 

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენელს 1 დღის ვადაში გადასცემს წარმომადგენლის მოწმობას.

 

აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

 

 

ნაწილი IV

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, არჩევნების შედეგების შეჯამება

თავი I

დოკუმენტაციის მიღება დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება

საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

v კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

v განცხადებები/საჩივრების, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დალუქულ კონვერტს.

 

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება მომდინარეობს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

 

 

ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი:

აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების (თავმჯდომარეების, მოადგილეების) ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.

 

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები:

v იბარებენ ოქმებს და საჩივრებს;

v ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს:

 

 

v შემოწმებულ ოქმს გადასცემენ კომისიის მდივანს.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

მიღებული ოქმების შესაბამისად აწარმოებს წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილს (ისე რომ საარჩევნო კომისიაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა თვალყური ადევნონ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების შემოწმების პროცესს).

 

ყურადღება!

 

v თუ ოქმი არასწორად არის შევსებული, ოქმის მონაცემი წინასწარი შედეგების შემაჯამებელ ცხრილში არ შეიტანება;

v არასწორად შევსებული ოქმი ცალკე გადაიდება და მას საოლქო საარჩევნო კომისია მოგვიანებით განიხილავს.

 

 

საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი:

 

v აკეთებს ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემს მიღება-ჩაბარების აქტს.

თავი II

არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

არჩევნების შედეგების შეჯამება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 643, მუხლი 104, მუხლი 105.5, მუხლი 12912)

საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-12 დღისა (14 ოქტომბერი) საოლქო საარჩევნო კომისია აჯამებს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებს და ადგენს შემაჯამებელ ოქმს.

 

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა.

 

ყურადღება!

მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

 

თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 104.2)

 

განცხადების/საჩივრის ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი დათვლის საკითხს.

 

ყურადღება!

საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნისას საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა დაიცვას საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლის შემდეგი თანმიმდევრობა:

v ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა;

v გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

v გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

v ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

v თითოეული კანდიდატისათვის მიცემულ ხმათა (საარჩევნო ბიულეტენების) რაოდენობა.

 

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 643.8-9)

 

კომისია ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

კომისია ოქმის ასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს /პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.

 

ნაწილი V

განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები

თავი I

კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი

განხცადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 641)

განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა.

 

ყურადღება!

თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

 

განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 641)

 

განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:

v განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

v განმცხადებლის(მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;

v საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

v მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

v დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

v დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

v დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

v სხვა დამატებითი ინფორმაცია.

 

 

განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 642)

 

განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნსა და სარეგისტრაციო ჟურნალში და გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში.

 

განცხადება/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

 

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადება/საჩივრებს განიხილავს რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

 

ყურადღება!

განცხადება/საჩივარი, იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა

 

განცხადება/საჩივარზე ხარვეზის დადგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 642.2- 4)

საარჩევნო კომისიაში განცხადების/ საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, თუ განცხადება/საჩივარში მითითებული არაა:

v შედგენის თარიღი და დრო;

v განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი გვარი და მისამართი;

v მოწმის არსებობის შემთხვევაში-მისი სახელი გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

v საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი.

განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

 

თავი II

საჩივრის განხილვის პირობები და წესი

(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტი 18/2010 დადგენილებით დამტკიცებული აარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქცია - მუხლი 11)

 

საჩივრის განხილვაზე მხარეთა დაბარება

 

საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს შეატყობინოს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.

საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ:

 

v წერილობით

v ტელეფონით, მათ შორის:

მობილური ტელეფონით;

მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

 

v ელექტრონული ფოსტით;

v ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით.

ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.

 

ყურადღება!

მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ.ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებულ უნდა იქნს საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

v საკონტაქტო ტელეფონზე დაკავშირებით;

v დეპეშის შემთხვევაში - დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;

v ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში - შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით.

 

ყურადღება!

v დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება

v მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება

 

ზეპირი მოსმენა

კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

 

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

 

მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.

 

მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

 

მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე.

 

კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს:

v გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა;

v ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

 

მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და ვადა

(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის 18/2010 დადგენილებით დამტკიცებული აარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქცია - მუხლი 4)

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ რაიონულ სასამართლოში, მაგ: საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება: ა) ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დამკვირვებელ ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; გ)კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივარებთან დაკავშირებით).

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისია საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.