ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110823004, 26/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016036
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
18/08/2011
ვებგვერდი, 110823004, 26/08/2011
010250020.35.109.016036
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/08/2011 - 25/12/2014)

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 18 აგვისტო

ქ. მარტვილი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თანახმად №1 დანართისა.

2. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად №2 დანართისა.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ                     

 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                  ბ. მიქავა                                           

დანართი №1

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ო ქ მ ი №

 

 

2011 წლის ,,----------------” ,,-------”                                          -------------------------------

                                                                                                                     ოქმის შედგენის ადგილი

 

 

1. მე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა

 

და ზედამხედველობის სამსახურის -------------------------------------------------------

 

--------------------------------------------------------------------------------------------------

                                             (თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი) 

 

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის”  239-ე და 240-ე

 

მუხლების შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი  ----------------------------------------

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                 სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

                                     სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება

 

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                    სამართალდარღვევის შინაარსი

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რაც გათვალისწინებულია ----------------------------------------------------------

                                                        მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი

 

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2.  აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით   სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება:   ---------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

3. სამართალდამრღვევს განემარტა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.

მე,  ------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                       სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი

 

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს:

   ,,ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის  მომსახურებით; გაასაჩივროს  საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში,  როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.”

 

4. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.

 

    ოქმი შევადგინე:          -------------------------------------------------------

                                                    ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა

 

   ოქმს გავეცანი:            ---------------------------------------------------------

                                                          პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):

 

----------------------------     ---------------------------------     -----------------------

     სახელი, გვარი           მისამართი, პირადობის მოწმობის №               ხელმოწერა

 

----------------------------     ---------------------------------     -----------------------

     სახელი, გვარი               მისამართი, პირადობის მოწმობის № ხელმოწერა

                        

 

დაზარალებულები (დასწრების შემთხვევაში):

 

 

----------------------------     ---------------------------------     -----------------------

     სახელი, გვარი              მისამართი, პირადობის მოწმობის №           ხელმოწერა

                        

----------------------------     ---------------------------------     -----------------------

     სახელი, გვარი               მისამართი, პირადობის მოწმობის №     ხელმოწერა

                                  

5. ოქმის ასლი ჩავიბარე:

------------------------------------------------------        -----------------------------

სახელი, გვარი     მისამართი, პირადობის მოწმობის № სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა

შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე  უარის თქმის მოტივები.

დანართი №2

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

 

მუხლი 1

1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანების საფუძველზე.

2. აღნიშნული წესის მიზანია მკაცრი აღრიცხვის ფორმის _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების რეგულირება.

მუხლი 2

1. მარტვილის მუნიციპალიტეტი პოლიგრაფიულ საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ოქმებს ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსოში.

მუხლი 3

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შემოსავლის და გასავლის ჟურნალში სათანადო აღნიშვნის და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს შესაბამის უწყებას.

მუხლი 4

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანების და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული, ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაფუჭების ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.

მუხლი 5

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №699 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პირი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.