დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის №544 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 738 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 111, 10/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.013524 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.524
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №738
2009 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის №544 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 ივლისის №544 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები