,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 17/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 100020010.22.027.007379
  • Word
835
16/05/2005
სსმ, 57, 17/05/2005
100020010.22.027.007379
,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.379

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 835

2005 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბ.ზ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №363 ბრძანებით დამტიცებულ სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში (სსმ III, 1999 წ., №71 (78), მუხ. 1093) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

სამსახური არის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (ტექსტში შემდგომ _ დეპარტამენტი) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნას.”.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა;“.

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 4 ივნისიდან.

კ. კემულარია