დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 696 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110819020, 19/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016052 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №696
2011 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., № 7, მუხ. 53) დამტკიცებული დებულების:
ა) მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო:
დ.ა) I განყოფილება;
დ.ბ) II განყოფილება;“;
ბ) მე-7 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო:
კ.ა) I განყოფილება;
კ.ბ) II განყოფილება.“;
გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:
ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:
ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;
ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალურ) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;
ა.გ) შემდგომი სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების შემოწმების შედეგების, აგრეთვე გამოვლენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის მასალების გადაცემას;
ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;
ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;
ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;
ა.ზ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და შემდგომი რეაგირებისათვის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსათვის გადაცემას;
ა.თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას;
ბ) II განყოფილება ახორციელებს:
ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას;
ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;
ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას;
ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;
ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;“;
დ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-8 მუხლს „71“ პუნქტის შემდეგ დაემატოს „72“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„72. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო განყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს სააგენტოს პროგრამულ უზრუველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოში შემავალი I განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მასში შემავალი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფას;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოში შემავალი II განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მასში შემავალი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფასა და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას.“ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები