„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110819010, 19/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 22/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016186
  • Word
119
19/08/2011
ვებგვერდი, 110819010, 19/08/2011
010130000.22.027.016186
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 119

2011 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის98 ბრძანებით (სსმ, 27.07.2011 წ., ვებგვერდი 110727007) დამტკიცებულ წესის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. რეგისტრაციაში გატარებასა და რეგისტრაციიდან მოხსნასთან, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან, მოქმედების შეჩერებასთან, გაუქმებასთან (ძალადაკარგულად გამოცხადება, ბათილად ცნობა) დაკავშირებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილებები გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.“;

2. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ ნების გამოხატვის ან გადაადგილების შეუძლებლობა. ხოლო, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის/ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი უნდა დადასტურდეს დოკუმენტურად.“;

4. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი;

დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი;

ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.“;

5. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

6. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით.“;

7. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე მოთხოვნის წარმდგენ პირს;“;

8. 39-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. როგორც წესი, პირი შეიძლება ფლობდეს ერთ მოქმედ პასპორტს. პირზე, მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პასპორტი, თუ ერთზე მეტი პასპორტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მოთხოვნა ორზე მეტი პასპორტის გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ დასაბუთებულ უნდა იქნეს წერილობით.“;

9. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ადგილზე მომსახურების საფასურის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს ერთი დაინტერესებული პირის ან/და მისი არასრულწლოვანი შვილის/შვილების ან/და იმ ქმედუუნარო პირის მიმართ, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის დაინტერესებული პირი.“;

10. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებამდე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 22 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი