„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის № 1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110819001, 22/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030040.22.024.016104
  • Word
1-1/1542
15/08/2011
ვებგვერდი, 110819001, 22/08/2011
040030040.22.024.016104
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის № 1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1542

2011 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის  1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებით (სსმ III, 03.11.2010 წ., №142, მუხ. 2033) დამტკიცებულ „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის” მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები და საწარმოთა მიერ სასამართლო დავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმებია:

ა) ბალანსიდან ჩამოწერა;

ბ) დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა;

გ) გაყიდვა;

დ) ძირითადი საშუალებების საწარმოს კაპიტალიდან ამოღება, ან/და სხვა საწარმოს კაპიტალში შეტანა.

2. საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, რომელიც ამ საკითხს თავის მხრივ ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც.  

3. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ          სარჩელის აღძვრამდე  ორი კვირის ვადაში წერილობით აცნობოს   სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს.”  ამასთან, საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია სასამართლო შეტყობინების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელშიც   საწარმო წარმოადგენს მოპასუხეს.“.

მუხლი 2. ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე                                                                                          დ. გიორგაძე