ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110818010, 24/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016062
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
17/08/2011
ვებგვერდი, 110818010, 24/08/2011
010250020.35.117.016062
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/08/2011 - 25/04/2012)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №29

2011 წლის  17 აგვისტო

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1) და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობები და ზღვრული ოდენობები (დანართი №2).

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                     კ. ფარჯანაძე

 

 

დანართი 1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

    მუხლი 1. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს.

 

    მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება

1. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში ფაქტობრივი დასწრების მონაცემების შესაბამისად (დანართი №2). ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით.

2. ანაზღაურება გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) შესაბამისად.

 

 

 

 

დანართი 2

საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

 

N

საკრებულოს წევრები

ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობისათვის

1

საკრებულოს  წევრი (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)

თითოეულ სამუშაო დღეზე – 20 ლარი

თვეში არა უმეტეს –100 ლარი