საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.003.252
  • Word
219
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
040.000.000.05.001.003.252
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 302-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ კრედიტორი და მესაკუთრე ვერ შეთანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან უძრავი ნივთის რეალიზაციის სხვა ფორმაზე, სასამართლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის შესახებ აღასრულებს აღმასრულებელი.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალისტი (აღმასრულებელი) ვალდებულია, აუქციონის შესახებ შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს.“.

2. 306-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 306. განცხადება იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ

სააღსრულებო ფურცლის ან ხელშეკრულების საფუძველზე იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება სპეციალისტთან (აღმასრულებელთან) შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და სააღსრულებო ფურცელი ან ხელშეკრულება.“.

3. 3062 და 3063 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 3062. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა

1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი (აღმასრულებელი), რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

ა) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი;

ბ) სპეციალისტის (აღმასრულებლის) სახელი და მისამართი;

გ) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

დ) უძრავი ნივთის საწყისი ფასი;

ე) უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა;

ვ) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობები.

2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. თუ აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, განცხადება ასევე განთავსდება სასამართლოს დაფაზე.

3. სპეციალისტი (აღმასრულებელი) აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 3063. აუქციონის ჩატარების წესები

1. აუქციონს ატარებს სპეციალისტი (აღმასრულებელი). იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.

2. სპეციალისტი (აღმასრულებელი) აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება.

3. აუქციონზე სპეციალისტი (აღმასრულებელი) აცხადებს:

ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება უძრავ ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);

გ) რომ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასებს უნდა გამოაკლდეს გარდამავალ უფლებათა ფასი, ხოლო დანარჩენი გადახდილი უნდა იქნეს ნაღდი ფულით.

4. სპეციალისტი (აღმასრულებელი) მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის პირობებს.“.

4. 3064 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონი ტარდება კრედიტორის მიერ სპეციალისტთან (აღმასრულებელთან) განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

2. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯების, აღსრულების ხარჯებისა (აღსრულების საფასური) და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა (აღმასრულებელმა) უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული.“.

5. 3065 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის (აღმასრულებლის) შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. აუქციონთან დაკავშირებულ განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულოა.“.

6. 3066 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 3066. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება

თუ სპეციალისტი (აღმასრულებელი) აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადეპოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას, სპეციალისტი (აღმასრულებელი) აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ და ატარებს ხელახალ აუქციონს, რაც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.“.

7. 307-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი (აღმასრულებელი) 10 დღის ვადაში ნიშნავს მეორე აუქციონს.“;

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ აღმასრულებლის მიერ ჩატარებულ მეორე აუქციონზე არ მოხდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, კრედიტორს ნივთი საკუთრებაში გადაეცემა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. თუ სპეციალისტის მიერ ჩატარებულ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთახმებით შესაძლებელია მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო და აღსრულების ხარჯების დაფარვა დაეკისრება კრედიტორს.“;

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სპეციალისტი ატარებს მესამე აუქციონს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. მესამე აუქციონზე უძრავი ნივთის გაყიდვის წესს განსაზღვრავს სპეციალისტი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უძრავი ნივთი გაიყიდოს.“.

8. 308-ე და 309-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 308. საპროცესო და აღსრულების ხარჯების (აღსრულების საფასური) დაფარვა

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: საპროცესო ხარჯები, აღსრულების ხარჯები (აღსრულების საფასური), აღსრულების უფლების მქონე კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება საპროცესო და აღსრულების ხარჯები (აღსრულების საფასური), განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.

    მუხლი 309. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო

თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე. თუ აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, იგი სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს წარმოშობილი ზიანისათვის.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№219–რს