დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110818001, 23/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470320000.33.058.016017 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №2/ნ
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის 1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებით (გაზეთი ,,აჭარა”, 2007 წლის 24 მაისი, №80 (22.824), გვ.8-10) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-12 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება”;
ბ) დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1” ქვეპუნქტი:
,,დ1) ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება”;
გ) დებულების მე-12 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) დებულების მე-12 მუხლის ,,ნ” და ,,ო” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი აპარატურისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა”;
ე) დებულების მე-14 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება”.
ვ) დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1” ქვეპუნქტი:
,,დ1) ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;”;
ზ) დებულების მე-14 მუხლის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი აპარატურისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა”;
თ) დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:
,,ვ) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება”;
ი) დებულების მე-15 მუხლის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
კ) დებულების მე-15 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) დასაქმების სფეროში სხვადასხვა დაწესებულებებთან სამინისტროს თანამშრომლობის კოორდინაცია”;
ლ) დებულების მე-20 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უფლებამოსილ ორგანოებში. დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობა;
ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება უფლებამოსილ ორგანოებში წარსადგენად.”
ი) დებულების 24-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
მ) დებულების 24-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის უფლებამოსილ დაწესებულებაში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია”;
ნ) დებულების 27-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ო) დებულების 27-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, გ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;”;
პ) დებულების 27 -ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ მომზადებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;”;
ჟ) დებულების 321 მუხლის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი”;
ე) მონაწილეობის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსადმი სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენასა და წარდგენაში”;
რ) დებულების 321 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება”;
ს) დებულების 321 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. გაბაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები