დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 9 ნოემბრის N248 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110817025, 17/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016036 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №62/04
2011 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
„ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 9 ნოემბრის №248 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს №6 დადგენილებით დამტკიცებული ,,ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნუმიზმატიკური დანიშნულებით 5 ლარის ნომინალის დეფექტიანი ბანკნოტების სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 9 ნოემბრის №248 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 17 აგვისტოდან.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ა. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები