„კონდოლის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე

  • Word
„კონდოლის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 650
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/08/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110817024, 22/08/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
650
17/08/2011
ვებგვერდი, 110817024, 22/08/2011
„კონდოლის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №650

2011 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 „კონდოლის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანების მე-8, მე-9, მე-10 მუხლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. „კონდოლის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: თელავის რაიონი, სოფელი კისისხევი) გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად.

2. „კონდოლის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი №60002004766) – საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.

3. ამ განკარგულების გამოცემის დღიდან „კონდოლის საკრედიტო კავშირს“ აეკრძალოს ქონების მართვა და განკარგვა.

4. „კონდოლის საკრედიტო კავშირის“ კრედიტორები ვალდებულნი არიან თავიანთი მოთხოვნები შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით წარუდგინონ ლიკვიდატორს განკარგულების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საფუძველზე განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.

5. ყველა ის პირი, რომელიც ფლობს „კონდოლის საკრედიტო კავშირის“ ქონებას მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მის მიმართ რისამე შესრულებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება.

6. „კონდოლის საკრედიტო კავშირის“ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნას ამ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე.

7. დაევალოს ლიკვიდატორს მოიწვიოს კრედიტორთა კრება 2011 წლის 22 აგვისტოს.

8. განკარგულება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ინფორმაცია  საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

9. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

10. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ნადარაია