დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ალამბარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 649 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110817023, 22/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №649
2011 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„ალამბარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდეს „ალამბარის საკრედიტო კავშირის“ (მისამართი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ალამბარი) ლიკვიდაციის პროცესი.
2. განკარგულება ეცნობოს „ალამბარის საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს და ინფორმაცია „ალამბარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები