„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 317
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110817015, 17/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016477
  • Word
317
15/08/2011
ვებგვერდი, 110817015, 17/08/2011
010240030.10.003.016477
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 317

2011 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჰ4) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური