„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110817014, 17/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016476
  • Word
316
15/08/2011
ვებგვერდი, 110817014, 17/08/2011
040030000.10.003.016476
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 316

2011 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ  საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

 ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თანათავმჯდომარე

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული  პოლიტიკის,  თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მამუკა ვაწაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ირაკლი კვაშილავა – შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლაშა მგელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

კობა სუბელიანი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

ანი ქათამიძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                              ნ. გილაური