დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110817012, 18/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016058 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება № 37
2011 წლის 15 აგვისტო
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 116 (ას თექვსმეტი) საშტატო ერთეულით.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას ადმინისტრაციული ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის გრაფა:
| ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი | |
| დეპარტამენტის უფროსი | 1 |
| მთავარი სპეციალისტი | 2 |
გ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის ტრანსპორტის განყოფილების გრაფაში სპეციალისტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| სპეციალისტი | 12 |
2. საშტატო რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებით დაფინანსება მიმდინარე ეტაპისათვის განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებული საკითხის გათვალისწინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტის ფორმირებისას.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები