დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110817011, 18/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016057 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №36
2011 წლის 15 აგვისტო
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798) 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1“ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.
დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1. ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის ურთიერთობის ხელშეწყობა;
ბ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთობის ხელშეწყობა;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის შესაბამისი ინიციატივით წარსადგენი სამართლებრივი აქტებისა და სხვა სახის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატის ურთიერთობის ხელშეწყობა, კონკრეტული საკითხების შესწავლა, გამოკვლევა;
ვ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან დაკავშირებულ განსახილველ საკითხთა პროცესის კოორდინაცია, მიღებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის აპარატისათვის წარდგენა;
ზ) ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის წარსადგენი საკითხების განხილვაში მონაწილეობა, საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და შესაბამის უწყებებში სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარდგენა;
თ) უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საკონსულებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის ურთიერთობების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი) მოქალაქეთა საჩივრების, განცხადებების, წერილების განხილვა, შესწავლა, მათი სათანადო ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
კ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები