დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 603 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110816019, 18/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №603
2011 წლის 22 ივლისის
ქ. თბილისი
შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის
„ი“ და „კ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. შეწყდეს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ ლიკვიდაციის პროცესი.
2. დაიწყოს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების საქმის წარმოება განხორციელდეს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადობისმოწმობა Nდ 0966165, პირადი N01014000880), რომელიც ვალდებულია გაკოტრების პროცესი განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 334 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.
4. ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს დაზღვევის კომპანია „მობიუსის“ მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები