„დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №16.08.651 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 22.02.892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 15/08/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110816017, 19/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260040.37.101.016074
  • Word
22.02.892
15/08/2011
ვებგვერდი, 110816017, 19/08/2011
010260040.37.101.016074
„დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №16.08.651 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №2 2.0 2.8 92

2011 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №16.08.651 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №16.08.651 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110628041, 30.06.2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აბონენტი, ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი ინდ.მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასურის) გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.”

 ბ) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს.”

 გ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი;

 დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული ნარჩენები ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, ხოლო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა. მხოლოდ ნარჩენების წარმომქმნელს შეუძლია უკან დაიბრუნოს შესაგროვებლად გამოტანილი საკუთარი ნარჩენი, სანამ ის არ იქნება შეგროვებული ტრანსპორტირებისათვის.”.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა