დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110816016, 18/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016078 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება �37
2011 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
�ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის �28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
�მუხლი 1. �ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის �28 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110707004, 11/07/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) რეგულირების ობიექტი � �გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ� საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში შემავალი და გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი;�;.
ბ) �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) ინსპექტირება � �გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ� საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში შემავალ და გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;�.
2. მე-6 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. ინსპექტირების დაწყებამდე ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს გადასცეს მისი უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი.�.
3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. თუ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას/ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის განხორციელებული ქმედებით ზიანი მიადგა გარემოს, კანონმდებლობით დადგენილ წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში გეგმური/არაგეგმური შემოწმების განმახორციელებელი პირების მიერ განისაზღვრება (გამოანგარიშდება) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და წარედგინება დეპარტამენტის უფროსს. დეპარტამენტის უფროსი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებულ ოდენობას წარუდგენს სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს სარჩელის შესაბამის სასამართლოში წარსადგენად.�;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის ხელმძღვანელი ავსებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების სპეციალურ ბლანკს (დანართი �2). გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების სპეციალური ბლანკის ერთი ეგზემპლარი მისი შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დეპარტამენტის მიერ ეგზავნება რეგულირების ობიექტს.�.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები