დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110816015, 18/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016077 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება �36
2011 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
�საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის �22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. �საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის �22 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110615013, 20/06/2011 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს �პ1 � ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�პ1) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება იმ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს;�.
2. მე-4 მუხლის:
ა) �ტ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ტ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ანგარიშგების ანალიზი;�;
ბ) �ღ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ღ) ნებართვას/ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) და სარჩელის სასამართლოში წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისათვის;�.
3. მე-7 მუხლს დაემატოს �ა1� ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა1) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას იმ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს;�.
4. მე-7 მუხლის �ვ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��ვ) ნებართვას/ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრას (გამოანგარიშებას) და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;�.
5. მე-8 მუხლის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ანგარიშგების ანალიზს;�.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები