„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110816003, 18/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016064
  • Word
38
11/08/2011
ვებგვერდი, 110816003, 18/08/2011
010250020.35.110.016064
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებაბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 19 დადგენილებაში, კერძოდ:

ა. დებულების მე-5 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეული

1. აპარატის სტრუქტურული ერთეულია:

ა. იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;”

ბ. დებულებას დაემატოს 51 მუხლი

     „მუხლი 51. იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება

1. იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება:

ა. ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;

 ბ. მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში;

 გ. ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში;

დ. ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ე. წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

ვ. ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ზ. უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მომსახურეთა პირადი საქმეების სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;

თ. აფორმებს აპარატის მომსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდ ან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

ი. უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

კ. უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

ლ. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანანმდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

მ. უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

ნ. უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

ო. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;”.

გ. დებულების მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. აპარატის განყოფილების უფროსი

1. აპარატის განყოფილებას ხელმძღანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. განყოფილების უფროსი:

. ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღანელობას;

. პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე;

. ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილებისათვის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

. განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

. აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურულ ერთეულის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენებისა და მივლინების შესახებ, წახალისებისა და დისციპლინუი პასუხისმგებლობის თაობაზე;

. განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფის საკითხზე;

. აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი განყოფილების მომსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანწესის მოთხოვნების დაცვისათის;

. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითი და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი ანგრაიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.“.

2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                           დ. თოფურია