დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 314 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110815014, 15/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370110000.10.003.016474 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №314
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 20/01/2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული საძოვრის კატეგორიას მიკუთვნებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფასთა ოდენობები გავრცელდეს 2010 წლის 10 აგვისტოს შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დაწყებულ ურთიერთობებზე (პრივატიზების შესახებ განცხადების წარდგენა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე პრივატიზების პროცესი უკვე დასრულებულია.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
| სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფასები კატეგორიის მიხედვით | ||||||||||
| № | ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
| ||||||||
| 1 | თბილისი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 2 | მარნეული | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 3 | ბოლნისი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 4 | რუსთავი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 5 | გარდაბანი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 6 | დედოფლისწყარო | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 7 | გურჯაანი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 8 | თელავი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 9 | სიღნაღი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 10 | ლაგოდეხი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 11 | მცხეთა | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 12 | ყვარელი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 13 | ახმეტა | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 14 | გორი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 15 | დმანისი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 16 | ბათუმი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 17 | ქობულეთი | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 18 | ხელვაჩაური | 1000 | 200 | 135 | ||||||
| 19 | კასპი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 20 | თეთრიწყარო | 700 | 200 | 135 | ||||||
| 21 | სამტრედია | 700 | 200 | 135 | ||||||
| 22 | საგარეჯო | 700 | 200 | 135 | ||||||
| 23 | ხაშური | 700 | 200 | 135 | ||||||
| 24 | ქარელი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 25 | ახალციხე | 700 | 200 | 135 | ||||||
| 26 | ახალქალაქი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 27 | წალკა | 700 | 200 | 135 | ||||||
| 28 | ზუგდიდი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 29 | აბაშა | 700 | 200 | 135 | ||||||
| 30 | ფოთი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 31 | სენაკი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 32 | ხობი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 33 | მარტვილი | 700 | 200 | 135 | ||||||
| 34 | ნინოწმინდა | 700 | 200 | 135 | ||||||
| 35 | ახალგორი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 36 | ზესტაფონი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 37 | ვანი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 38 | ოზურგეთი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 39 | ლანჩხუთი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 40 | ქუთაისი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 41 | თერჯოლა | 500 | 200 | 135 | ||||||
| 42 | ბაღდათი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 43 | ხონი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 44 | ჩხოროწყუ | 500 | 200 | 135 | ||||||
| 45 | წალენჯიხა | 500 | 200 | 135 | ||||||
| 46 | წყალტუბო | 500 | 200 | 135 | ||||||
| 47 | ცაგერი | 500 | 200 | 135 | ||||||
| 48 | საჩხერე | 500 | 200 | 135 | ||||||
| 49 | ბორჯომი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 50 | ადიგენი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 51 | დუშეთი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 52 | თიანეთი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 53 | ამბროლაური | 300 | 200 | 135 | ||||||
| 54 | ასპინძა | 300 | 200 | 135 | ||||||
| 55 | ტყიბული | 300 | 200 | 135 | ||||||
| 56 | მესტია | 300 | 200 | 135 | ||||||
| 57 | ყაზბეგი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 58 | ჭიათურა | 300 | 200 | 135 | ||||||
| 59 | ლენტეხი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 60 | ონი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 61 | ხარაგაული | 300 | 200 | 135 | ||||||
| 62 | ჩოხატაური | 300 | 200 | 135 | ||||||
| 63 | ხულო | 300 | 200 | 135 | ||||||
| 64 | შუახევი | 300 | 200 | 135 | ||||||
| 65 | ქედა | 300 | 200 | 135. | ||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები