„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110815006, 17/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016072
  • Word
44
12/08/2011
ვებგვერდი, 110815006, 17/08/2011
010260020.35.153.016072
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2011 წლის 12 აგვისტო

ქ. მცხეთა

,, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიც პალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილებაში, კერძოდ, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახანძრო დაცვის განყოფილება;

ბ) სამაშველო განყოფილება’’.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ა. კალანდაძე