„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110812014, 12/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016470
  • Word
310
10/08/2011
ვებგვერდი, 110812014, 12/08/2011
280120000.10.003.016470
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 310

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სოცია­ლური რეაბილიტაციისა და ბავ­შვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმ­წი­ფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავ­რო­ბის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დად­გე­­ნილებაში (სსმ, ვებპორტალი, 28.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნ­ვის 2011 წლის სა­ხელმწიფო პროგრამის“ (დანართი 1):

 ა) პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

 „2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სა­ხელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,723,400 ლარის ოდე­ნო­ბით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირ­ველ პუნქტში მოცემული ცხრი­ლის შე­საბამისად.“;

 ბ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

 „1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯე­ტი გა­ნისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

­­

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის

2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები)

ბიუჯეტი (ლარ ბით)

1.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლო­ბით გან­საზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსუ­რი უზ­რუნველყოფის ქვეპროგრამა

 

1,706,800

2.

მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნ­ველ­ყოფის ქვეპროგრამა

240,000

3.

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

2,890,800

4.

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახუ­რე­ბებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

4,353,185

5.

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგ­რამა

99,000

6.

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვე­პროგრამა

71,415

7.

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატ­რო­ნაჟის ქვეპროგრამა

540,000

8.

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

324,000

9.

დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვე­პროგრამა

94,500

10.

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვე­პროგრამა

656,700

10.1

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბი­­ლიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

626,700

10.2

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

30,000

11.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელ­შეწ­ყობის ქვეპროგრამა

40,000

12.

გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

86,400

13.

ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა

108,000

14.

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

2,457,600

14.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა და­საქ­მების ხელშეწყობის კომპონენტი

196,000

14.2

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყო­ფის კომპონენტი

263,400

 

14.3

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

487,700

14.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,510,500

15.

პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა

39,000

16.

ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

16,000.“.

      

2. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრა­ის“ (და­ნართი 1.5) მე‑4 მუხლის მე‑4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

     3. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის კოხ­ლე­ა­რული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (დანართი 1.14.4) მე‑4 მუხლის მე­‑3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური