დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110812012, 15/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016076 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №35
2011 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 110701012, 01.07.2011) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ;“.
2. დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით და აწარმოებს PR-ს („Public Relations”) ;
ბ) ამყარებს ურთიერთობებს სააგენტოსა და საზოგადოებას შორის და უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ფენებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
გ) ორგანიზაციას უწევს სააგენტოს მონაწილეობას, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე;
დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის დაცულ ტერიტორიებზე აწყობს პრესტურებსა და გაცნობით ტურებს;
ე) ახორციელებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავებას და განვითარებას;
ვ) ორგანიზაციას უწევს, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ პრეზენტაციებს და პრესკონფერენციებს;
ზ) უზრუნველყოფს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებას და გავრცელებას ;
თ) უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობას ადგილობრივ ბაზარზე და მათ ეფექტიან პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე ;
ი) აწარმოებს სააგენტოს ვებგვერდს და სააგენტოს პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში;
კ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა ს;
ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები