დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110812006, 12/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.016027 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №189
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
�საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის �დ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
�მუხლი 1. �საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006 წ., №17, მუხ. 197) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;
�ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმო�მადგენლობებთან;
�გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ;
�დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის სახელმწიფოებთან;
�ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
�ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას;
�ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე;
�თ) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
�ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან, დემარკაციასთან და სასაზღვრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.
2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ, აგრეთვე სუამის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების, ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, აგრეთვე სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე;
დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტების და სუამის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ე) აწარმოოს მონიტორინგი ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე სუამის ორგანოებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.�.
2. მე-4 მუხლს �გ� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის �დ� ქვეპუნქტი:
�დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
დ.ა) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე ინფორმაციის ანალიზი;
დ.ბ) საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგერთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში � კომისია) სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება, გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;
დ.გ) მხარეთა კომისიების შეხვედრებისათვის ქართული მხარის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფორმატით;
დ.დ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მხარეთა კომისიების ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრებსა და სამუშაო გასვლებში მონაწილეობა;
დ.ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ადგილებზე ჩასატარებელ აზომვებში მონაწილეობა და დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
დ.ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა;
დ.ზ) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-რუსეთის და საქართველო � თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და რედემარკაციის თაობაზე ინფორმაციის მომზადება, ანალიზი, წინადადებების და რეკომენდაციის მომზადება და ცალკეულ სამუშაოებში მონაწილეობა.�.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
�1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს/სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
�2. სამმართველოს/ სამსახურის უფროსი:
�ა) სამმართველოს/სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს/სამსახურის საქმიანობას;
�ბ) ანაწილებს სამმართველოში/სამსახურში შესულ მასალებს;
�გ) ახორციელებს სამმართველოს/ სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;
�დ) სამმართველოს/ სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს;
�ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს/სამსახურის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
�ვ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით;
�ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
�3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.�.
�მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები