მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110812002, 16/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.155.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
38
11/08/2011
ვებგვერდი, 110812002, 16/08/2011
330130000.35.155.016044
მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (16/08/2011 - 23/09/2011)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №38

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. წალკა

მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე,

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი თანდართული დანართის მიხედვით.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე             დ. მაჩიტიძე

დანართი

მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1

აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის თობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.

2. აღნიშნული წესის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის ფორმების გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.

    მუხლი 2

1. პოლიგრაფიული საწარმო წალკის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის მშენებლობის ნებართვის ფორმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმისმშენებლობის ნებართვის ფორმის ჩაბარების უფლება აქვს საამისო მინდობილობით აღჭურვილ პირს.

3. მშენებლობის ნებართვის ფორმებს მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში.

    მუხლი 3

1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, ავსებს მშენებლობის ნებართვის ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

2. მშენებლობის ნებართვის ფორმა გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მშენებლობის ნებართვის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერების შემდეგ.

    მუხლი 4

1. მშენებლობის ნებართვის ფორმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად; მშენებლობის ნებართვის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა-წარმოების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.

2. მშენებლობის ნებართვის ფორმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი. აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. მშენებლობის ნებართვის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. მშენებლობის ნებართვის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ნებართვის ფორმას თან ურთვს ახსნა-განმარტებით ბარათს, რაზედაც დგება სათნადო აქტი.

5. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

6. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 5

„მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.