„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 435
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110811024, 12/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016232
  • Word
435
11/08/2011
ვებგვერდი, 110811024, 12/08/2011
200090000.22.033.016232
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 435

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII კარი:

 

კარი VII

ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი

    მუხლი 108. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი

1. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, თუ:

ა) იგი ახორციელებს „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას;

ბ) მას იჯარით აქვს გაცემული მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილი და მოიჯარე ახორციელებს კლასიფიკატორის 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მეიჯარის კუთვნილი საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას.

2. ფიზიკური პირი ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასასვლელად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

 ა) ნებაყოფლობით არ უნდა იყოს რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

 ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

3. საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურება შეიძლება მოიცავდეს მომსახურების იმ სახეებს, რომლებიც ცალკე არ ანაზღაურდება და შედის საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურების ღირებულებაში.

    მუხლი 109. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები

1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება ამ პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით (დანართი №VII-01) მიმართვის საფუძველზე.

 2. ფიზიკური პირი, რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით შესაბამისი განცხადებებით (დანართი №I-01 და დანართი №VII-01) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

3. თუ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადაზე გადასვლისა, პირი ვალდებულია შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 4. საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში აცნობებს გადასახადის გადამხდელს განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გასცემს დანართი VII-02-ით დადგენილი ფორმის შესაბამის სერტიფიკატს.

 5. ფიზიკურ პირს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლაზე უარი ეთქმება, თუ:

ა) არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) განცხადება არასრულყოფილად არის შევსებული.

    მუხლი 110. დაბეგვრისა და საგადასახადო ანგარიშგების წესი

1. ფიზიკური პირისათვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.

2. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

3. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი, გადასახადის გადამხდელის სურვილისამებრ, შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ასევე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლოა არ იყოს უწყვეტი.

4. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი გაიანგარიშება საკუთრებაში არსებული მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობის (კვ.მ) მიხედვით, რომელიც კალენდარული თვეების შესაბამისად, შესაძლებელია, იყოს განსხვავებული.

5. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადი გაიანგარიშება თითოეულ თვეზე დაბეგვრის ობიექტის მიხედვით და გადასახადის გადახდა ხორციელდება კვარტალში ერთხელ, არა უგვიანეს განცხადებაში მითითებული თვის/თვეების შესაბამისი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, განცხადებით მიმართვის დღისათვის მოქმედი განაკვეთის შესაბამისად.

 

6. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადება წარმოადგენს გაანგარიშებას და მასში მითითებული დაბეგვრის პერიოდისათვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის დარიცხვის საფუძველს. დარიცხული თანხების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება არა უგვიანეს შესაბამისი კვარტლის ბოლო დღისა.

7. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საანგარიშო თვის დადგომამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებას.

8. დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

 9. იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ახდენს განცხადებაში დაფიქსირებულ ფართზე მეტი ფართის გაცემას, იგი ვალდებულია წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს შემოსავლის ამ ნაწილზე საშემოსავლო გადასახადის საერთო წესით დაბეგვრის თაობაზე.

10. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ნებისმიერი სხვა საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე დაიბეგრება საერთო წესით.

11. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:

ა) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახდის გადამხდელი ფიზიკური პირი აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას;

ბ) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;

გ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;

დ) ფიზიკური პირი ამ საქმიანობის ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან;

ე) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.

12. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ახორციელებს ამ ქონების იმავე სახის საქმიანობაში გამოყენებას:

ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადებისაგან;

ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;

გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან.

    მუხლი 111. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კონტროლი

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის მიმართ განახორციელოს მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები.

 

მაგალითი 1:

გიორგი აპირებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილების მოკლე ვადით გაცემას ქ. ბათუმსა და ბორჯომში. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით მას შეუძლია განცხადებით (დანართი №VII-01) მიმართოს საგადასახადო ორგანოს და განცხადებაში მიუთითოს ორივე მისამართი.

 

მაგალითი 2:

გიორგი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქე, ახორციელებს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. მან 2011 წლის 10 აგვისტოს მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით. განცხადებაში მიუთითა, რომ სურს 100 კვ.მ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის ფართობის მოკლე ვადით გაცემა 2011 წლის ივლისის, აგვისტოს და ოქტომბრის თვეებში.

საგადასახადო ორგანომ 3 დღის ვადაში განიხილა და დააკმაყოფილა განცხადება, რის შედეგადაც გაიცა ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სერტიფიკატი.

გიორგიმ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოს 100 კვ.მ ფართობის მიხედვით კვარტალში ერთხელ არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 2 თვე (ივლისი, აგვისტო) = 2000 ლარი) და არა უგვიანეს 15 იანვრისა (100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე (ოქტომბერი) = 1000 ლარი).

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე, მასზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადზე საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათი არ გაითვალისწინება.

 

მაგალითი 3:

 გიორგი ახორციელებს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას. ამასთან, აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაქირავებულ პირს – დავითს, რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, უნაზღაურებს ხელფასს თვეში 200 ლარს.

 გიორგის აღნიშნულ განაცემზე საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშვება. ამასთან, დავითის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.

 

მაგალითი 4:

პირობები იგივეა, რაც მე-2 მაგალითში.

გიორგიმ 2011 წლის 15 აგვისტოს განმეორებით მიმართა საგადასახადო ორგანოს განცხადებით იმის თაობაზე, რომ მას სურს სექტემბრის თვეში 150 კვ.მ ფართობის, ხოლო ოქტომბრის თვეში 50 კვ.მ ფართობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა.

აღნიშნულ შემთხვევაში, გიორგიზე საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადახდის პერიოდზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი ცვლილების გათვალისწინებით.

ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 30 სექტემბრის მდგომარეობით.

ივლისი 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი

 აგვისტო 100 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1000 ლარი

 სექტემბერი – 150 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 1500 ლარი.

გიორგიმ აღნიშნულ თვეებზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (3500 ლარი) უნდა გადაიხადოს კვარტალში ერთხელ არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა.

 ოქტომბრის თვეზე გიორგის გაეგზავნება შეტყობინება დარიცხული გადასახადის შესახებ 31 დეკემბრის მდგომარეობით.

 ოქტომბერი 50 კვ.მ X 10 ლარი X 1 თვე = 500 ლარი.

 გიორგიმ ოქტომბრის თვეზე ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი (500 ლარი) უნდა გადაიხადოს კვარტალში ერთხელ, არა უგვიანეს 2012 წლის 15 იანვრისა.

 

მაგალითი: 5

გიორგის საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი. მან გადწყვიტა 5 ოთახის მოკლე ვადით გაცემა, რომლის საერთო ფართია 100 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებლად გამოსაყენებელი ფართი შეადგენს 80 კვ. მ., ხოლო დანარჩენ ფართს იკავებს დამხმარე ფართი და სველი წერტილები. გიორგიმ 2011 წლის 31 ივლისს განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით. მან განცხადებაში უნდა მიუთითოს მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ოთახების ფართობი 80 კვ.მ.

 

 

დანართი №VII-01

 

----------------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

----------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

-----------------------------------

 (მისამართი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე

 

გაცნობებთ, რომ ვეწევი კლასიფიკატორის 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას

 

 

 ------------------------------------------------------------------------------------------------------

 (საქმიანობის სახე)

 

    ნებაყოფლობით არ ვარ რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად

    საქმიანობის ამ ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს

(უჯრა აღნიშნეთ X ნიშნით)

 

ჩემს საკუთრებაში არსებული მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის მისამართი

მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი

საცხოვრებელი ადგილის ფართობი (კვ.მ.)

აღნიშნული ფართობის მოკლე ვადით გაცემა განხორციელდება შემდეგ თვეში (თვეებში)

ოთახების რაოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი, გადამხდელის სურვილისამებრ, შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ასევე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლოა არ იყოს უწყვეტი

 

განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 (თარიღი)

 

 

დანართი №VII-02

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური

 

ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის

 

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

 

სერტიფიკატით დასტურდება, რომ

 

 

ფიზიკურ პირ –––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი და გვარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით იბეგრება

 

საკუთრებაში არსებული მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი

საცხოვრებელი ადგილი შემდეგ მისამართზე (მისამართებზე)

მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი

ფართობი (კვ.მ.)

შემდეგ თვეში (თვეებში)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი, გადამხდელის სურვილისამებრ, შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ასევე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლოა არ იყოს უწყვეტი

 

 

 --------------------------------------

 სერტიფიკატის გაცემის თარიღი

 

 

 უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                           /                            /

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

                                                                                            . გვინდაძე