დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 434 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110811023, 11/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.016231 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №434
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო;“.
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო
საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ბ) საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტებით განსაზღვრული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;
გ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ფინანსთა სამინისტროს ორგანიზაციულ კოდში გასათვალისწინებელი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ე) სახელმწიფო სექტორის მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ვ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
თ) ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში მისაღები რესურსების მოცულობის განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით;
ი) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
კ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
ლ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.“.
3. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 12 აგვისტოდან.
დ. გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები