„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110811022, 11/08/2011
ძალაში შესვლის თარიღი 12/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016230
  • Word
433
11/08/2011
ვებგვერდი, 110811022, 11/08/2011
010320040.22.033.016230
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 433

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.2009, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

4. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ, საქართველოს კანონის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.“.

2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 12 აგვისტოდან.

                                                                                                       დ. გვინდაძე