„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110811017, 11/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140120000.08.002.016298
  • Word
440
10/08/2011
ვებგვერდი, 110811017, 11/08/2011
140120000.08.002.016298
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №4 40

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის              № 538 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2003 წ., № 126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის კონსულტანტი, სამსახურის უფროსის თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

3. პირადი დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

4. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

5. ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

7. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები.

8. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

10. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

11. სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

12. სამედიცინო მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

15. მოსამსახურეები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურს გადიან სხვა შესაბამის სახელმწიფო ყებ ებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი