დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110811016, 11/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.08.002.016297 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №439
2011 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 964) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტში სიტყვები: „საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტთან“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან“;
ბ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ნაოსნობისათვის დროებით აკრძალული რაიონები და საზღვრები:
| რაიონის № | რაიონის დასახელება |
| ||||||
| 31 | მალთაყვა (MALTAKVA)
| 1. φ=42006.467'N 2. φ=42006.192'N 3. φ=42007.122'N 4. φ=42007.572'N | λ=41040.360'E λ=41039.360'E λ=41038.270'E λ=41039.390'E | |||||
| 32 | სუფსა (SUPSA) | 1. φ=42003.00'N 2. φ=42003.00'N 3. φ=42000.00'N 4. φ=42000.00'N | λ=41043.42'E λ=41040.00'E λ=41040.00'E λ=41045.36'E | |||||
| 33 |
ბურუნ-ტაბია (BURUN-TABIA) | 1. φ=41037.852'N 2. φ=41040.122'N 3. φ=41040.122'N 4. φ=41039.032'N | λ=41036.000'E λ=41036.000'E λ=41037.530'E λ=41037.530'E.”. | |||||
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები