,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110811015, 16/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016051
  • Word
27
05/08/2011
ვებგვერდი, 110811015, 16/08/2011
010250020.35.162.016051
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება 27

  2011 წლის 5 აგვისტო

 ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის №21 დადგენილებით (სსმ, 28.07.2011 წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

     2. სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული.

3. სამსახურის საშტატო ერთეულები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები – საკრებულოს დადგენილებით.

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

     5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. №49.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

 სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,, მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

 სამსახურის ფუნქციებია :

 ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრების, გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

 ბ) საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 გ) მუნიციპალიტეტის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;

 დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და განსაზღვრავს მათს თანამდებობრივ მოვალეობებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარის ან/და გამგებლის დავალებით წარმოადგენს და იცავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერესებს სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;

თ) გამგებლის დავალებით, მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში;

ი) საკრებულოს თავმჯდომარის ან/და გამგებლის დავალებით ამზადებს ან/და ითანხმებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტებს;

კ) იურიდიულ კონსულტირებას უწევს საკრებულოს  თავმჯდომარეს, გამგებელს, მათ მოადგილეებს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;

ლ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე გამგებლის ცალკეულ დავალებებს“.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობ ებს ასრუ ლებს სამსახურის წამყვანი სპეციალისტი“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,მუხლი 6. სამსახურის მოსამსახურეები

     1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები , წახალისებისა და ასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით , გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი