დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110811014, 16/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.162.016050 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2011 წლის 5 აგვისტო
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებით (სსმ V, №50, 03.11.2010 წ. მუხ. 1360) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში-სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურეობას.“
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა, საპენსიო საბუთებისა და ყოველწლიური შვებულების გაფორმება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება გამგეობის მოსამსახურეთა მიღება-განთავისუფლების, დაჯილდოების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, კონტროლი მომსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე, საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;“
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 7. მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილების ფუნქციები
მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
გ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას, ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
დ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები