ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 134/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110810009, 10/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016170
  • Word
134/ნ
10/08/2011
ვებგვერდი, 110810009, 10/08/2011
040030000.22.022.016170
ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №134/ნ

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №170 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 170 საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 170 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრი.

3. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ვაკე-საბურთალოს რაიონის თავის მე-9 გრაფა;

4. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №187 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე;

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 187 საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 187 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრი;

6. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005 №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ვაკე-საბურთალოს რაიონის თავის 28-ე გრაფა;

7. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩხალთის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე;

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩხალთის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩხალთის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

9. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავის პირველი გრაფა.

10. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გენწვიშის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე;

11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გენწვიშის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გენწვიშის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

12. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავის მე-6 გრაფა.

13. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე;

14. საჯარო სამართლის იურიდიული პირის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

15. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავის მე-11 გრაფა;

16. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. ავნევის საჯარო სკოლის, სოფ. ნულის საჯარო სკოლის და სოფ. ახალშენის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე;

17. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. ავნევის საჯარო სკოლის, სოფ. ნულის საჯარო სკოლის და სოფ. ახალშენის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირების - თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. ავნევის საჯარო სკოლის, სოფ. ნულის საჯარო სკოლის და სოფ. ახალშენის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო თიღვის თემის საგანმანათლებლო რესურცენტრი;

18. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის თავი;

19. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ერედვის საჯარო სკოლის, სოფ. ბერულას საჯარო სკოლის, სოფ. დისევის სააჯრო სკოლის, სოფ. ვანათის საჯარო სკოლის, სოფ. ქსუისის საჯარო სკოლის, სოფ. ზემო არცევის საჯარო სკოლის და სოფ. ბელოთის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე.

20. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ერედვის საჯარო სკოლის, სოფ. ბერულას საჯარო სკოლის, სოფ. დისევის საჯარო სკოლის, სოფ. ვანათის საჯარო სკოლის, სოფ. ქსუისის საჯარო სკოლის, სოფ. ზემო არცევის საჯარო სკოლის და სოფ. ბელოთის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ერედვის საჯარო სკოლის, სოფ. ბერულას საჯარო სკოლის, სოფ. დისევის საჯარო სკოლის, სოფ. ვანათის საჯარო სკოლის, სოფ. ქსუისის საჯარო სკოლის, სოფ. ზემო არცევის საჯარო სკოლის და სოფ. ბელოთის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ერედვის თემის საგანმანათლებლო რესურცენტრი;

21. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ერედვის მუნიციპალიტეტის თავის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 გრაფები.

22. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქურთას მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთას საჯარო სკოლის, სოფელ აჩაბეთის საჯარო სკოლის, სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის, სოფელ კეხვის საჯარო სკოლის, სოფელ ქემერტის საჯარო სკოლის, სოფელ ძარწემის საჯარო სკოლის და სოფელ ხეითის საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2011 წლის 12 აგვისტომდე;

23. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქურთას მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთას საჯარო სკოლის, სოფელ აჩაბეთის საჯარო სკოლის, სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის, სოფელ კეხვის საჯარო სკოლის, სოფელ ქემერტის საჯარო სკოლის, სოფელ ძარწემის საჯარო სკოლის და სოფელ ხეითის საჯარო სკოლის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქურთას მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთას საჯარო სკოლის, სოფელ აჩაბეთის საჯარო სკოლის, სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის, სოფელ კეხვის საჯარო სკოლის, სოფელ ქემერტის საჯარო სკოლის, სოფელ ძარწემის საჯარო სკოლის და სოფელ ხეითის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქურთას თემის საგანმანათლებლო რესურცენტრი;

24. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხლი 1233) №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ქურთას მუნიციპალიტეტის თავი.

25. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;

26. ეს ბრძანება, გარდა მე-3; მე-6; მე-9, მე-12, მე-15, მე-18, 21-ე და 24-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

27. ბრძანების მე-3; მე-6; მე-9, მე-12, მე-15, მე-18, 21-ე და 24-ე პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 12 აგვისტოდან.

ა. სეფერთელაძე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი