დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 431 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110810003, 10/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016229 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №431
2011 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №305 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) სესხის გამცემი რეესტრში ასახულ ინფორმაციას, როგორც არამატერიალიზებული, ისე მატერიალიზებული ფორმით თვეში ერთხელ (თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სესხის ერთიანი რეესტრი).“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები