დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2037 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 14/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.001.001.224 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით (იჯარა, ქირავნობა, თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 28 მარტი.
№2037-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები