„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110809013, 09/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016458
  • Word
298
04/08/2011
ვებგვერდი, 110809013, 09/08/2011
010240030.10.003.016458
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 298

2011 წლის 4 აგვისტო

. თბილისი

  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გა­რე­მოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 18/03/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ამ და­დ­გენილებით დამტკიცებული დებუ­ლე­ბის მე-7 მუხლის მე-3 პუნ­ქტის:   

1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) კომპეტენციის ფარგლებში „გარემოზე ზემოქმედების ნე­ბარ­თვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში შე­მავალ და გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდე­ბარ­ე­ბ­ულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“.

2. „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვას/ეკოლოგიურ ექსპერ­ტ­ი­ზას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის გან­ხორციელების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გა­მო­ანგარიშება) და სარჩელის სასამართლოში წარდგენის მიზნით  შე­სა­ბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნა სამინისტროს იურიდიული  დე­პარტამენტისათვის;“.  

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       .  გილაური