„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2035
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 14/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.001.222
  • Word
2035
28/03/2003
სსმ, 8, 14/04/2003
370.020.000.05.001.001.222
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საიჯარო ურთიერთობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ მხარეები საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლების თანდასწრებით ერთობლივად აღწერენ იჯარით აღებული მიწისა და სხვა ობიექტების რაოდენობას და მდგომარეობას და აფიქსირებენ ქონების აღწერის ოქმში.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ მიწის ნაკვეთის (მისი ნაწილის) იჯარით გაცემისას, რომელზედაც განლაგებულია სახელმწიფო საკუთრების ობიექტები (შენობა-ნაგებობები), საკითხი უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან.“.

    მუხლი 2

ძალაში დარჩეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემაზე კონკურსის ან აუქციონის ჩატარების, მიწის პირდაპირი განკარგვის წესი და იჯარის ხელშეკრულების ფორმა.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი.

№2035IIს